ჩვენ შესახებ


სსიპ ქ. თბილისის  #10 საჯარო სკოლის
 ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი


 სახელი, გვარი - სტატუსი
---------
1) მარიკა ჩიკვაიძე - მუსიკა, დირექტორის მოადგილე (VII-XII) 

2) მარეხი ირემაძე - მათემატიკა, დირექტორის მოადგილე (I-VI)
3) ნინო ახალკაცი - მათემატიკა

4) თამარ იორამაშვილი - დაწყებითი, ფსიქოლოგი 
5) მანანა გუმბერიძე - ინგლისური
6) მირანდა ლომოური - ქართული ენა
7) ნუნუკა ლობჟანიძე - დაწყებითი

სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმ პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული მოდელი - სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - იძლევა. 
       ეს მოდელი გულისხმობს იმ საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთაც თავად სკოლა ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ამისათვის სკოლებში შეიქმნა პროფესიული განვითარების ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, რთავენ პედაგოგებს პროფესიული განვითარების აქტივობებში, რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილის, როგორც ღირებულების, ჩამოყალიბებას. ისინი მუდმივად იღებენ კონსულტაციებს ცენტრის თანამშრომლებისაგან, გადიან ტრენინგებს და შემდეგ ამ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს.
          2013-2014 სასწავლო წლის ბოლომდე მიმდინარეობს ქვეპროგრამის პილოტირება. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობას იღებს 206 სკოლა საქართველოს ყველა რეგიონიდანჯგუფში გაერთიანებულია საპილოტე სკოლის 7წარმომადგენელი, რომლებიც შეარჩიეს საგნობრივი კათედრის წევრებმა და რომლებსაც აქვთ საამისო სურვილი და მზაობა.
        პილოტირების პროცესის მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე ხდება პროგრამის კორექტირება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით. პილოტირების პროცესში ჩართულ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაცია, გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საქმიანობის შედეგები სამუშაო შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე.

კონცეფცია გადმოტანილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საიტიდან >>>

პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციები და მოვალეობები

1. კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

  •    სკოლის კულტურის ტიპების,მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის
  •  სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
  •  თანამშრომლობითი კულტურის  დამკვიდრების გზებისა  და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
  •    ერთობლივი პროექტები.   
    
2. განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის.
  •   განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგ: ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში,პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.)
  •   ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
  
 3.       საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
  •   ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
  •  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
  •   პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგვმა.
  
4.  სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტაციები.   
  •   ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
  •    რეკომენდაციების შემუშავება.
 5.       ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში.
  •     საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება/არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემის იდენტიფიცირებისათვის.
  •   პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება
  •   კვლევები.
   6.       საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა.
  •  ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენინგპროგრამისშესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
  •  საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
  •    ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.
  
 7.      პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე
  •  ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
  •   უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
  
 8.      შეხვედრების მოწყობა მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან - მათი ჩართვა განვითარების პროცესში
  •     შეხვედრები სამეურვეო საბჭოსთან,მშობელთა ჯგუფებთან (მაგ: პრო
    ბლემური კლასების,შესაძლებელია კვლევაში მათი ფოკუს-ჯგუფებად გამოყენება).
  •     სკოლის/ჯგუფის ბიულეტენის მომზადება.

No comments:

Post a Comment