სსიპ ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლა ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში: "როგორ შევქმნათ თანამშრომლობითი გარემო სკოლაში და სკოლის გარეთ" (იხილეთ ბმული)
ჩვენი
მიზანია, სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება სსსმ
მოსწავლეებთან მიმართებით.. მოკლე ინფორმაცია: სსიპ ქალაქ თბილისის #10
საჯარო სკოლაში 2000-2001 სასწავლო წლიდან წარმატებით მიმდინარეობს
ინკლუზიური განათლება - სსსმ მოსწავლეებისთის იქმნება ინდივიდუალური
გეგმები, სასწავლო რესურსები. ვინაიდან,
ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, სკოლის გარედან ჩვენი
კოლეგები ხშირად გვისვამენ კითხვებს გამოცდილების გაზიარების მიზნით და ეს
კითხვები, ძირითადად, ეხება სსსმ მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.
2014-2015 სასწავლ9ო წელს ჩვენი სკოლა ჩაერთო მასწავლებელტა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში და მოიპოვა
საგრანტო თანხა, რომელიც სკოლაში თანამშრომლობითი გარემოს შეუწყობს ხელს.
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვფიქრობთ, შევქმნათ რესურსი, ე.წ.
გზამკვლევი, სადაც თავს მოვუყრით ჩვენ მიერ დაგეგმილი და ჩატარებული
გაკვეთილების გეგმებს (იმ კლასებში, სადაც სწავლობენ სსსმ მოსწავლეები),
ასევე სასწავლო რესურსის გამდიდრებისთვის, მისი შექმნისა და გამოყენების
მეთოდურ რეკომენდაციებს. ვფიქრობთ, შემოთავაზებული გზამკვლევი წაადგება
ყველა მასწავლებელს, მათ შორის, მათაც, რომლებსაც არ ჰყავთ სსსმ მოსწავლე,
თუმცა, ჰყავთ კლასში ტიპური განვითარების მოზარდი, რომელთან მიმართებითაც
(მოტივაციის ასამაღლებლად, დაბალი თვითშეფასების დროს, კინესთეტიკური
უნარების გასააქტიურებლად, შესაბამისად - დაბალი აკადემიური მოსწრების
შემთხვევაში) შეუძლია ისარგებლოს, როგორც სასწავლო რესურსის შექმნის
რეკომენდაციებით, ასევე მისი გამოყენების მეთოდიკით. სასკოლო ქსელის შექმნა
დაგვეხმარება პედაგოგიური პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაში, პრობლემური
სიტუაციებიდან გამოსავალის ძიებაში, დამატებითი ინფორმაციის
გაცვლა-გამოცვლაში. პროექტის დასკვნითი ფაზა მოიცავს ერთობლივად შექმნილი
გზამკვლევის პრეზენტაციას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით
კონფერენციის გამართვას.