Sunday, October 26, 2014

"როგორ შევქმნათ თანამშრომლობითი გარემო სკოლაში და სკოლის გარეთ"

სსიპ ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლა ჩართულია  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში:  "როგორ შევქმნათ თანამშრომლობითი გარემო სკოლაში და სკოლის გარეთ" (იხილეთ ბმული)
ჩვენი მიზანია, სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება სსსმ მოსწავლეებთან მიმართებით.. მოკლე ინფორმაცია: სსიპ ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლაში 2000-2001 სასწავლო წლიდან წარმატებით მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება - სსსმ მოსწავლეებისთის იქმნება ინდივიდუალური გეგმები, სასწავლო რესურსები. ვინაიდან, ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, სკოლის გარედან ჩვენი კოლეგები ხშირად გვისვამენ კითხვებს გამოცდილების გაზიარების მიზნით და ეს კითხვები, ძირითადად, ეხება სსსმ მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. 2014-2015 სასწავლ9ო წელს ჩვენი სკოლა ჩაერთო მასწავლებელტა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში და მოიპოვა საგრანტო თანხა, რომელიც სკოლაში თანამშრომლობითი გარემოს შეუწყობს ხელს. წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვფიქრობთ, შევქმნათ რესურსი, ე.წ. გზამკვლევი, სადაც თავს მოვუყრით ჩვენ მიერ დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილების გეგმებს (იმ კლასებში, სადაც სწავლობენ სსსმ მოსწავლეები), ასევე სასწავლო რესურსის გამდიდრებისთვის, მისი შექმნისა და გამოყენების მეთოდურ რეკომენდაციებს. ვფიქრობთ, შემოთავაზებული გზამკვლევი წაადგება ყველა მასწავლებელს, მათ შორის, მათაც, რომლებსაც არ ჰყავთ სსსმ მოსწავლე, თუმცა, ჰყავთ კლასში ტიპური განვითარების მოზარდი, რომელთან მიმართებითაც (მოტივაციის ასამაღლებლად, დაბალი თვითშეფასების დროს, კინესთეტიკური უნარების გასააქტიურებლად, შესაბამისად - დაბალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში) შეუძლია ისარგებლოს, როგორც სასწავლო რესურსის შექმნის რეკომენდაციებით, ასევე მისი გამოყენების მეთოდიკით. სასკოლო ქსელის შექმნა დაგვეხმარება პედაგოგიური პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაში, პრობლემური სიტუაციებიდან გამოსავალის ძიებაში, დამატებითი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაში. პროექტის დასკვნითი ფაზა მოიცავს ერთობლივად შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაციას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით კონფერენციის გამართვას.

Wednesday, May 14, 2014

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება


   სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმ პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული მოდელი - სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - იძლევა. 
       ეს მოდელი გულისხმობს იმ საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთაც თავად სკოლა ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ამისათვის სკოლებში შეიქმნა პროფესიული განვითარების ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, რთავენ პედაგოგებს პროფესიული განვითარების აქტივობებში, რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილის, როგორც ღირებულების, ჩამოყალიბებას. ისინი მუდმივად იღებენ კონსულტაციებს ცენტრის თანამშრომლებისაგან, გადიან ტრენინგებს და შემდეგ ამ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს.
          2013-2014 სასწავლო წლის ბოლომდე მიმდინარეობს ქვეპროგრამის პილოტირება. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობას იღებს 206 სკოლა საქართველოს ყველა რეგიონიდანჯგუფში გაერთიანებულია საპილოტე სკოლის 7წარმომადგენელი, რომლებიც შეარჩიეს საგნობრივი კათედრის წევრებმა და რომლებსაც აქვთ საამისო სურვილი და მზაობა.
        პილოტირების პროცესის მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე ხდება პროგრამის კორექტირება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით. პილოტირების პროცესში ჩართულ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაცია, გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საქმიანობის შედეგები სამუშაო შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე.

კონცეფცია გადმოტანილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საიტიდან >>>

პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციები და მოვალეობები

1. კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

  •    სკოლის კულტურის ტიპების,მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის
  •  სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
  •  თანამშრომლობითი კულტურის  დამკვიდრების გზებისა  და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
  •    ერთობლივი პროექტები.   
    
2. განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის.
  •   განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგ: ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში,პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.)
  •   ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
  
 3.       საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
  •   ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
  •  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
  •   პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგვმა.
  
4.  სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტაციები.   
  •   ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
  •    რეკომენდაციების შემუშავება.
 5.       ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში.
  •     საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება/არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემის იდენტიფიცირებისათვის.
  •   პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება
  •   კვლევები.
   6.       საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა.
  •  ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენინგპროგრამისშესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
  •  საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
  •    ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.
  
 7.      პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე
  •  ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
  •   უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
  
 8.      შეხვედრების მოწყობა მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან - მათი ჩართვა განვითარების პროცესში
  •     შეხვედრები სამეურვეო საბჭოსთან,მშობელთა ჯგუფებთან (მაგ: პრო
    ბლემური კლასების,შესაძლებელია კვლევაში მათი ფოკუს-ჯგუფებად გამოყენება).
  •     სკოლის/ჯგუფის ბიულეტენის მომზადება.